ქართული მეღვინეობის ტრადიციები საუკუნეებს ითვლის.ჩვენი კომპანია ცდილობს იყოს ღირსეული გამგრძელებელი ამ ტრადიციების და შესთავაზოს მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ღვინოები, როგორც საქართველოში ისე ქვეყნის გარეთ. გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა შესანიშნავი წინაპირობაა საუკეთესო, განუმეორებელი გემოს მქონე ცქრიალა ღვინის დასამზადებლად.
ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი კომპანიის თითოეულ თანამშრომელს. ჩვენი ყურძენი გადის მკაცრ შერჩევას ხარისხისა და ჯიშობრივი სიწმინდის ნიშნით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ისეთი უიშვიათესი ჯიშის ყურძენი, როგორიც არის უსახელაური. ის მოდის რაჭა-ლეჩხუმის მაღალმთიან რეგიონში. უსახელაურის ღვინო მაღალი ღირსებისაა, გამოირჩევა ფერითა და ჯიშური არომატით. გარდა ამისა დადასტურებულია,რომ ამ ღვინის ზომიერი მიღების შემთხვევაში სუფთავდება სისხლი და უმჯობესდება გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობა. ჩვენი მეღვინეები ყურადღებით აკონტროლებენ ღვინის წარმოების თითოეულ პროცესს ყურძნის მიღებიდან ღვინის ჩამოსხმამდე.
ჩვენი კომპანია წარმოგიდგენთ ქართული ტრადიციული ღვინოების ასორტიმენტის ფართო სპექტრს და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს
+995 595 355 971
+7 (903) 363 82 73
+44 7967 37 58 96