სახელოვანი წარსული

27
ოქტომბერი
27.10.2017, 13:45 PM
გაზიარება:

სახელოვანი წარსული

მეოცე საუკუნის დასაწყისში უსახელაურის სახელი შორს გავარდა. უსახელაურით ტკბებოდნენ სამთავრობო დელეგაციები, განსაკუთრებული სტუმრები, “ძლიერნი ამა ქვეყნისანი.” ამბობენ, პოტსდამის კონფერენციაზე ტრუმენსა და ჩერჩილსაც საჩუქრად სწორედ უსახელაური ერგოთ. მოულოდნელად, 80-იან წლებში უსახელაური “ვაზის არარენტაბელურ ჯიშად” შეირაცხა, განადგურდა უნიკალური ვენახები, შეწყდა წარმოება. მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა შემოინახა უსახელაურის თითო-ოროლა ნერგი