დამზადებულია უძველესი ქართული რეცეპტისა და ტექნოლოგიის გამოყენებით. ჩვენი ჭაჭა ღვინო მასალების გამოხდის პროდუქტია. მას აქვს გამჭვირვალე ფერი, კეთილშობილური არომატი და სინაზის სუფთა გემო. არ განზავდება წყლით.
ვენახები მთის ფერდებზეა დაკიდებული, შუაგულ ტყეში, სადაც უამრავი მაყვალი, ასკილი და სხვა კენკრა ხარობს. სწორედ მათგან მოაქვს უსახელაურს უამრავი გემო და არომატი ჩვენამდე. სავენახე ადგილი აუცილებლად სამხრეთს უნდა უყურებდეს, დღისით ვაზი მუდმივად მზის გულზე რომ იყოს და სიტკბო შეიძინოს. ღამით კი სუსხი მეფობს და ყურძენი მჟავიანობას აგროვებს. ამიტომაცაა უსახელაური შემართული, თამამი და ამავდროულად ნაზი და ტკბილი.