მზადდება ქათული ენდემური, უნიკალური თვისებების მქონე თეთრი ყურძნის ჯიშისგან, რომელიც მოდის ქართლის რეგიონში. აქვს რბილი მცირე მჟავიანობასთან ჰარმონიულად შერწყმული გემო. ეს ღვინო ძალიან უხდება ფრინველის ხორცს, თევზს და სალათებს
ვენახები მთის ფერდებზეა დაკიდებული, შუაგულ ტყეში, სადაც უამრავი მაყვალი, ასკილი და სხვა კენკრა ხარობს. სწორედ მათგან მოაქვს უსახელაურს უამრავი გემო და არომატი ჩვენამდე. სავენახე ადგილი აუცილებლად სამხრეთს უნდა უყურებდეს, დღისით ვაზი მუდმივად მზის გულზე რომ იყოს და სიტკბო შეიძინოს. ღამით კი სუსხი მეფობს და ყურძენი მჟავიანობას აგროვებს. ამიტომაცაა უსახელაური შემართული, თამამი და ამავდროულად ნაზი და ტკბილი.