ვენახები მთის ფერდებზეა დაკიდებული, შუაგულ ტყეში, სადაც უამრავი მაყვალი, ასკილი და სხვა კენკრა ხარობს. სწორედ მათგან მოაქვს უსახელაურს უამრავი გემო და არომატი ჩვენამდე. სავენახე ადგილი აუცილებლად სამხრეთს უნდა უყურებდეს, დღისით ვაზი მუდმივად მზის გულზე რომ იყოს და სიტკბო შეიძინოს. ღამით კი სუსხი მეფობს და ყურძენი მჟავიანობას აგროვებს. ამიტომაცაა უსახელაური შემართული, თამამი და ამავდროულად ნაზი და ტკბილი.