უსახელაურს ძალიან პატარა სამშობლო აქვს, ისეთი პატარა, რომ ერთ დღეში ფეხით შემოივლის დაუზარელი კაცი - ლეჩხუმის სულ ორი სოფელი - ოყურეში და ზუბი. უსახელაურის საკარმიდამო ერთი ვიწრო ხეობაა, ხვამლისა და ასხის ცამდე აზიდულ მთებს შორის მოქცეული. აქ განსაკუთრებული ჰაერი, მიწა და წყალია. უსახელაურიც ამ ადგილს ვერ შორდება.