ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო. მზადდება ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნებისგან, რომლებიც გაშენებულია ხვანჭკარის მიკროზონაში. აქვს ხავერდოვანი გემო ჟოლოს ტონებით. განსაკუთრებით უხდება ტკბილეულს, ხილსა და დესერტს.
ვენახები მთის ფერდებზეა დაკიდებული, შუაგულ ტყეში, სადაც უამრავი მაყვალი, ასკილი და სხვა კენკრა ხარობს. სწორედ მათგან მოაქვს უსახელაურს უამრავი გემო და არომატი ჩვენამდე. სავენახე ადგილი აუცილებლად სამხრეთს უნდა უყურებდეს, დღისით ვაზი მუდმივად მზის გულზე რომ იყოს და სიტკბო შეიძინოს. ღამით კი სუსხი მეფობს და ყურძენი მჟავიანობას აგროვებს. ამიტომაცაა უსახელაური შემართული, თამამი და ამავდროულად ნაზი და ტკბილი.